სს ქუთაისის ავტოქარხნის ქონება 12.6 მილიონად იყიდება
სს ქუთაისის ავტოქარხნის გაკოტრების მმართველმა აუქციონზე გამოიტანა სს-ს ქონების ერთიანი კომპლექსი. ქონების საწყისი ფასი 12.6 მილიონს შეადგენს. სულ საწარმოს აქტივების საბალანსო ღირებულება 10.33 მილიონ ლარამდეა. გასაყიდად გამოტანილი სს ქუთაისის ავტოქარხნის საკუთრებაშია, მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, სასაქონლო მატერიალური მარაგი, შპს ექსპედიციის, შპს სავაჭრო სახლის და შპს ავტოაგრეგატ-სერვისის 100%-იანი წილი და სხვ. განაცხადები 24 დეკემბრის ჩათვლით მიიღება, ხოლო აუქციონი ამავე დღეს სს ქუთაისის ავტოქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება. ”სარკე”
|