აუქციონებზე ქვეყნის მასშტაბით შენობა-ნაგებობები იყიდება
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აუქციონზე ქვეყნის მასშტაბით გამოიტანა სხვადასხვა შენობა-ნაგებობები. ობიექტების საერთო საწყისი ფასი $25.84 მილიონს შეადგენს. გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 38,315.3 კვ.მ-ს, ხოლო მიწის საერთო ფართობი - 282,426.3 კვ.მ-ს შეადგენს. გამოტანილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდ ფასად შპს თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის შენობა-ნაგებობა $3.7 მილიონად იყიდება. მიწის ფართი 11,742 კვ.მ. შეადგენს. შპს-ეს ძირითად საქმიანობას ქალაქდაგეგმარების საკითხების დამუშავება, საცხოვრებელი, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების დაპროექტება წარმოადგენს. შპს თასსკი ელვას შენობა-ნაგებობა (10,182.61 კვ.მ) და მიწის ფართი (20,396 კვ.მ) $3.2 მილიონად იყიდება. ქუთაისში მდებარე შენობა-ნაგებობა (5,335.03 კვ.მ) და მიწის ფართობი (29,548 კვ.მ) $1.6 მილიონად. განაცხადები 15 დეკემბრის ჩათვლით მიიღება. აუქციონები ამავე დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შენობაში გაიმართება. ”სარკე”
|