news.info business.info movies.info music.info horoscope.info auto.info upload.info
კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა. ახალი ზონა, სავარაუდოდ აჭარაში შეიქმნება, კერძოდ თურქეთის საზღვართან ხელვაჩაურის რაიონში და რომელსაც მინიმუმ 10 ჰექტარი მიწის ფართობი დაეთმობა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოაცხადებს მთავრობა კონკურს და როდის დაიწყება ინვესტორების წინადადებების  მიღება.

შეგახსენებთ, რომ ფოთში უკვე არსებობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც 100 ჰექტარზეა განთავსებული. ამ ტერიტორიაზე არაბულმა კომპანია ”RAK Investment Authority"-იმ უკვე დაიწყო მშენებლობა, სადაც ინვესტორი 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოები სავარაუდოდ 2009 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

გააგზანე დაბეჭდე

სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის მფლობელი ლიტვური Achema Group-ი გახდა
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის ქონების რეალიზების მიზნით, დღეს გამართულ აუქციონში გამარჯვებულად დასახელდა ლიტვური Achema Group, რომელიც ევროპის ქვეყნებში ფლობს 29 სხვადასხვა პროფილის წარმოებას, მათ შორის 2 ჰიდროელეტროსადგურს.

Capital Partners საქართველოში $100 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს
Capital Partners of Georgia (CPG)-ს დამფუძნებლის მარკ დენიელის თქმით, საქართველოში 2 წლის განმავლობაში $100 მილიონის ინვესტიციის განხორციელდება.

იგეგმება საქართველოს საავიაციო საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს საავიაციო საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობასთან და მოტხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის აუცილებელ ღონისძიებებს შეიმუშავებენ.

თბილისში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყება
ისრაელის კომპანია Madei Taas-მა თბილისის მერიაში წარადგინა პროექტი, რომელიც თბილისში, გლდანის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს.

"Invest In Georgia-2008"-ს 19-20 ნოემბერს ჩატარდება
ბიზნესისა და ინვესტიციების სამიტის - "Invest In Georgia-2008"-ს ჩატარების ვადები შეიცვალა.

საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ლიდერ ქვეყნებს შორის არის
"World Investment Report 2008"-ს მიხედვით, გაერომ საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ლიდერ ქვეყნებს მიაკუთვნა.

"Standard & Poor's" (S&P)-მა საქართველოს რეიტინგში ნეგატიური პროგნოზი გააუქმა
სარეიტინგო კომპანია "Standart & Poors" (S&P)-მა საქართველოს რეიტინგში ნეგატიური პროგნოზი გააუქმა.

1234
ვალუტის კურსი
1.6688 0.0000
2.1988 0.0000
5.5188 0.0000
2.6434 0.0000
0.9527 0.0000
2.6478 0.0000
უახლესი
<< >>
ორშსამოთხხუთ პარ შაბკვ
თბილისი
ხვალ:
არქივი: