news.info business.info movies.info music.info horoscope.info auto.info upload.info
მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობამ დღეს წარადგინა ”მცირე ბიზნენსის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ამ სფეროს ხელშეწყობას ითვალისწინებს. დოკუმენტის ამოქმედებას 2010 წლის 1 იანვრიდან ვარაუდობენ (საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში).
 
კანონპროექტი ითვალისწინებს ე.წ. მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის (ლობისტთა ჯგუფი) შექმნას, მთავრობის მხრიდან მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ისეთ ფორმებს, როგორიცაა რეგისტრაციისა და საგადასახადო სისტემის გამარტივებული წესი და სხვ.
 
სოლიდარობის ცენტრის მიერ შეთავაზებული ნორმებით, მცირე ბიზნესს მიეკუთვნება კომპანიები 300,000 ლარის წლიური ბრუნვით და 5 დასაქმებული ადამიანით, ხოლო საშუალო ბიზნესს - 2 მილიონ ლარის ბრუნვით და 30 დასაქმებულით. ეს მონაცემები შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, აღნიშვნას ცენტრის ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საშუალო და მცირე საწარმოთა საქმიანობა რეგულირდებოდა 1999 წელს მიღებული ”მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” კანონით, რომელიც 2006 წელს გაუქმდა.
 
სოლიდარობის ცენტრი ფუნქციონიერბს 2008 წლის დასაწყისიდან. კანონპროექტი მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის საქართველოში ხელშეწყობით. ”სარკე”
გააგზანე დაბეჭდე

ფინანსური კრიზისი უკეთესი მომავლისთვის
საინტერესოა მიმდინარე ფინანსური კრიზისი იქონიებს თუ არა გავლენას ხალხის ხარჯვის ჩვევებზე და ამასთანავე ხელს შეუწყობს უკეთესი მსოფლიოს შექმნას.

მსოფლიო ეკონომიკის სტაგნაციის ფონზე, Forbes-ის მილიარდერთა სია 2009 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება
ჟურნალ Forbes-ის ვერსიის მიხედვით, 2008 წლის განმავლობაში, ათმა უმდიდრესმა ბიზნესმენმა, 150 მილიარდამდე დოლარი დაკარგა.

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტში დამკვირვებლის სახით ლიტვის მიღების საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება
საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, ევროპა-კავკასია-აზიის პროექტში დამკვირვებლის სახით ლიტვის მიღების საკითხი შეიძლება 2009 წლის მაის-ივნისში გადაწყდეს.

ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ხვალ ბრიუსელში იმსჯელებენ
ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც ხვალ, 5 იანვარს გაიმართება.

“გაზპრომი” და “ნევტოგაზი” კვლავ ვერ შეთანხმდნენ
ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგების მხრივ გართულებულ  სიტუაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ინიციატივით, 9 იანვარს, ბრიუსელში, რუსეთისა და უკრაინის გაზის კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, საგანგებო სხდომა გაიმართება.

“გაზპრომი” “ნეფტოგაზ უკრაინას” საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს
 “გაზპრომმა” გადაწყვიტა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს, რათა მან “ნეფტოგაზ უკრაინას” ნაკისრი ვალდებულების შესრულება და უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის შეუფერხებელი ტრანზიტი აიძულოს.

ევროკავშირმა მოუწოდა უკრაინას და რუსეთს დაუყოვნებლივ აღადგინონ გაზის მიწოდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის
ევროკავშირმა მოუწოდა უკრაინასა და რუსეთს “დაუყონებლივ აღადგინონ” გაზის მიწოდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.

12345678910...
ვალუტის კურსი
1.8447 +0.0035
2.3525 -0.0184
6.0026 -0.0189
2.8353 +0.0087
1.2201 -0.006
2.7166 +0.0039
უახლესი
<< >>
ორშსამოთხხუთ პარ შაბკვ
თბილისი
ხვალ:
არქივი: