ევროკავშირმა მოუწოდა უკრაინას და რუსეთს დაუყოვნებლივ აღადგინონ გაზის მიწოდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის
ევროკავშირმა მოუწოდა უკრაინასა და რუსეთს “დაუყონებლივ აღადგინონ” გაზის მიწოდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ბრიუსელში ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკომისიამ, რომელიც ენერგეტიკის საკითხებს კურირებს უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროკავშირისათვის მისაწოდებელი გაზის მოცულბის შემცირების მიზეზების გამორკვევა დაიწყო.
ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ გაზის არსებული მოცულობა პანიკის საფუძველს არ იძლევა და ევროკაშვირის მომხმარებელს გაზი სრული მოთხოვნილების გათვალისწონებით მიეწოდება.
რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე წელს გაზის მიწოდების საკითხში არსებულმა უთანხმოებამ, ევროკავშირის ქვეყნების გაზით უზრუნველყოფის საკითხებში პრობლემები წარმოქმნა.
|