news.info business.info movies.info music.info horoscope.info auto.info upload.info
“გაზპრომი” “ნეფტოგაზ უკრაინას” საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს

 “გაზპრომმა” გადაწყვიტა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს, რათა მან “ნეფტოგაზ უკრაინას” ნაკისრი ვალდებულების შესრულება და უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის შეუფერხებელი ტრანზიტი აიძულოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “გაზპრომის” მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განუცხადა. 

მილერის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანა 21.06.2002 წლიდან ევროპელი მომხმარებლებისთვის 2003-2013 წლებში რუსული ბუნებრივი აირის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობებისა და მოცულობის შესახებ კონტრაქტის შესაბამისად მოხდება.

მოცემული სარჩელის ფარგლებში “გაზპრომი” ითხოვს, რომ სასამართლომ მაქსიმალურად მოკლე დროში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც “ნეფტოგაზ უკრაინას” აუკრძალავს ნებისმიერი ქმედებას, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შემცირებისკენ იქნება მიმართული. 

“სარჩელის მომზადების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ, დიმიტრი მედვედევს მოვახსენე და მან ეს გადაწყვეტილება მოიწონა. ყველა აუცილებელი დოკუმენტი მომზადდება და სტოკჰოლმში უახლოს დროში გაიგზავნება”, - განაცხადა ალექსეი მილერმა. 

გააგზანე დაბეჭდე

ფინანსური კრიზისი უკეთესი მომავლისთვის
საინტერესოა მიმდინარე ფინანსური კრიზისი იქონიებს თუ არა გავლენას ხალხის ხარჯვის ჩვევებზე და ამასთანავე ხელს შეუწყობს უკეთესი მსოფლიოს შექმნას.

მსოფლიო ეკონომიკის სტაგნაციის ფონზე, Forbes-ის მილიარდერთა სია 2009 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება
ჟურნალ Forbes-ის ვერსიის მიხედვით, 2008 წლის განმავლობაში, ათმა უმდიდრესმა ბიზნესმენმა, 150 მილიარდამდე დოლარი დაკარგა.

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტში დამკვირვებლის სახით ლიტვის მიღების საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება
საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, ევროპა-კავკასია-აზიის პროექტში დამკვირვებლის სახით ლიტვის მიღების საკითხი შეიძლება 2009 წლის მაის-ივნისში გადაწყდეს.

ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ხვალ ბრიუსელში იმსჯელებენ
ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც ხვალ, 5 იანვარს გაიმართება.

“გაზპრომი” და “ნევტოგაზი” კვლავ ვერ შეთანხმდნენ
ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგების მხრივ გართულებულ  სიტუაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ინიციატივით, 9 იანვარს, ბრიუსელში, რუსეთისა და უკრაინის გაზის კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, საგანგებო სხდომა გაიმართება.

ევროკავშირმა მოუწოდა უკრაინას და რუსეთს დაუყოვნებლივ აღადგინონ გაზის მიწოდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის
ევროკავშირმა მოუწოდა უკრაინასა და რუსეთს “დაუყონებლივ აღადგინონ” გაზის მიწოდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.

მასწავლებელთა ხელფასი ეტაპობრივად მოიმატებს
მასწავლებელთა ხელფასი ეტაპობრივად მოიმატებს.

12345678910...
ვალუტის კურსი
1.8510 +0.0063
2.3524 -0.0001
5.9928 -0.0098
2.8607 +0.0254
1.2207 +0.0006
2.7244 +0.0078
უახლესი
<< >>
ორშსამოთხხუთ პარ შაბკვ
თბილისი
ხვალ:
არქივი: