ამერიკულმა საფონდო ბაზარმა წელს 7,3 ტრილიონი დოლარი დაკარგა
აშშ-ის საფონდო ბაზარმა წელს 7,3 ტრილიონი დოლარი დაკარგა, განაცხადა კომპანია kompania Wilshire Associates Incorporated-ის წარმომადგენელმა კიმ შეფერდმა. Wilshire Associates Incorporated-ი საფონდო ინდექსის ანგარიშგებით არის დაკავებული 5 ათასი კომპანიის ბაზაზე, რომელთა აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მიმოქცევაშია. “წლის მანძილზე DJ Wilshire-ის ინდექსი 41,32%-ით შემცირდა, ანუ 7,3 ტრილიონი დოლარით”, - აცხადებს შეფერდი. წინასაშობაო კვირა უოლ-სტრიტმა რყევების გარეშე გადაიტანა, რასაც ამერიკულმა მასმედიამ სანტა-კლაუსის საჩუქარი უწოდა. ანალიტიკოსები ამ სიმშვიდეს იმით ხსნიან, რომ საფონდო ბაზრიდან ფინანსები გატანილია არდადეგებთან და საქმიანი წრეების პასიურობასთან დაკავშირებით. სულ მსოფლიოს საფონდო ბაზრებმა ფინანსური კრიზისის დასაწყისიდან 30 ტრილიონი დოლარი დაკარგეს.
|