საინტერესოა მიმდინარე ფინანსური კრიზისი იქონიებს თუ არა გავლენას ხალხის ხარჯვის ჩვევებზე და ამასთანავე ხელს შეუწყობს უკეთესი მსოფლიოს შექმნას.
იყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ მომხმარებელზე ორიენტირებამ ბიძგი მისცა მათ მიერ ფულის სწრაფად ხარჯვას, რასაც მოჰყვა საშინელი ფინანსური კრიზისი.
აშშ-ს ერთ-ერთი ცნობილი კრიტიკოსი ჯიმ ვოლისი თვლის, რომ რეცესია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დადებითად შევიცვალოთ. “მთავარი კითხვა ისაა, თუ როგორ შეგვცვლის ჩვენ ფინანსური კრიზისი” – ამბობს ის. “აუცილებლად იქნება ტკივილი, ტანჯვა, უბედურება, რაც საკმაოდ ფუჭი და ამაო იქნება, თუ ის არ შეგვცვლის ჩვენ ისე, როგორც ვიმედოვნებთ, თუ არ მოხდება ისე, როგორც ჩვენ გადავწყვიტეთ მოვლენები ჩვენს ცხოვრებასა და ბიზნესში.
მაგრამ მართლაც იწვევს თუ არა ფინანსური კრიზისი გავლენას ხალხის ჩვევაზე დახარჯონ ფული ამა თუ იმ პროდუქტში.
შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით კომპაქტი, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ისინი ან ითხოვებდნენ, ან იყიდდნენ მხოლოდ და მხოლოდ ნახმარ პროდუქტს. მაგრამ ისინი მიხვდნენ რომ ასე ცხოვრება საკმაოდ დამღლელია.
მარტინ რეიმონდმა, რომელმაც დააფუძვნა კომპანია სახელწოდებით “Future Laboratory”, რომელიც ატარებს მარკეტინგულ გამოკვლევებს, რათა გაარკვიოს სამომავლო ტენდენციები, მან განაცხადა, რომ ვებ საიტი Freecycle არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მომხმარებელზე კონცენტრირება აღარ ხდება. იმის მაგივრად, რომ ხალხმა გადაყაროს უსარგებლო ნივთები, ის მათ ყიდის საიტზე, გააჩუქებს, ან ცვლის სხვა პროდუქტში, რაც მათთვის უფრო მეტად ღირებულია. “ეს სარის საწყისი ტენდენციები”- განაცხადა ბატონმა რეიმონდმა.
ხალხი ერთმანეთს უფრო მეტად დაუახლოვდა, ისინი ფინანსურ კრიზისს აღიქვამენ, როგორც წინააღმდეგობას მათ წინაშე. ისინი ხედავენ ახლობლებს, რომლებიც ტოვებენ სამსახურს და იძულებულები ხდებიან გაჭირვებაში იცხოვრონ. ამავე დროს მომხმარებლები უფრო მეტს ფიქრობენ, მანამ სანამ მიიღებებნ გადაწყვეტილებას იყიდონ ესა თუ ის პროდუქტი. შესაბამისად ისინი იკვლევენ ამ პროდუქტის ავკარგიანობას მათ ყიდვამდე.
როგორც ჩანს, ბოლო მოეღო ხალხის ჩვევას ხარჯონ ფული დაუფიქრებლად, სწორედ ეს ჩვევა არის ის დადებითი მხარე ფინანსურ კრიზისში, რაც დიდ გავლენას მოახდენს მომავალ მსოფლიო განვითარებაზე.